“2016 წელს დაიწყო ქუთაისის
საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის რევოლუციური პროექტი”,- განაცხადა საქართველოს პრემიერ მინიტრმა გიორგი კვირიკაშილმა 2016 წლის შეჯამებისას. “2016 წელს დაიწყო ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის რევოლუციური პროექტი, რომლის განხორციელებაც ნამდვილად გვაძლევს შესაძლებლობას, საქართველო ვაქციოთ თანამედროვე ტექნოლოგიური განათლების ცენტრად რეგიონში. 2016 წელი ასევე გარდამტეხი იყო, ზოგადად, ტექნოლოგიური განვითარების დაწყების მიმართულებით. ქუთაისის გარდა, დაიწყო ტექნოლოგიური ცენტრის მშენებლობა თბილისში, შეიქმნა ტექნოპარკები თბილისსა და ზუგდიდში, ფაბლაბები, დაფინანსდა ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური “სტარტაპები” და ეს პროექტები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება”, – განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა.