ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა მუნიციპალური განვითარების
ფონდიდან 260 000 ლარს ისესხებს. აღნიშნულის შესახებ ცნობილი, ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე გახდა, ასევე ქუთაისის მერია დამატებით 58 000 ლარის ღირებულების გრანტს მიიღებს.
ქუთაისის ვიცე-მერის კონსტანტინე ქავთარაძის თქმით ეს თანხა თანამედროვე ნაგავმზიდების შეძენას მოხმარდება.
“ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების ორი ნაგავმზიდი, რისთვისაც საჭირო გახდა სესხის აღება, ნაგამზიდის შესაძენად განვითარების ფონდიდან 58 ათასი ლარის გრანტს ვიღებთ, ასევე 260 ათასი ლარის ოდენობის სესხს, რომელიც არის შეღავათიან ფასებში, 10 წლიანი ვადით,”- განაცხადა კონსტანტინე ქვთარაძემ.