საქართველოს პრემიერ მინისტრმა
გიორგი კვირიკაშილმა 2016 წელი შეაჯამა. მან სხვადასხვა საკითხები მიმოიხილა. ისაუბრა ინფრატრუქტურულ პროექტებზეც. ” 2017 წელს დასრულდება აგარა-ზემო ოსიაურის და ზესტაფონი-ქუთაისის, ასევე ქობულეთის შემოვლითი გზა.
2017 წელს დაიწყება სამუშაოები შემდეგ ძირითად მონაკვეთებზე – ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი, სამტრედია-გრიგოლეთი, ბათუმის შემოვლითი, ხულო-ზარზმა, ბაღდათი-აბასთუმანი, ზემო იმერეთი-რაჭა, თუშეთის და ხევსურეთის გზები; დევდორაკის გვირაბი”, – განაცხადა კვირიკაშილმა.
ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 15.2 კმ-იან მონაკვეთზე, გათვალისწინებულია ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა და სხვადასხვა ტიპის ხელოვნური ნაგებობის: 9 პარალელური ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის, 5 საფეხმავლო ხიდის, მიწისქვეშა გასასვლელებისა და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილების მოწყობა.