საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის დასკვნა პარლამენტის ბიუროს დეპუტატმა გიორგი კახიანმა წარუდგინა.
კომიტეტების შემადგენლობის გაზრდის გადაწყვეტილება უმრავლესობაში სამი ახალი ფრაქციის: “ქართული ოცნება – კონსერვატორების”, “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” და “ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისათვის” შექმნას უკავშირდება. ამასთან, ხელახლა განისაზღვრა კომიტეტებსა და საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები.
როგორც კახიანმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მიზანშეწონილია, კომიტეტების შემადგენლობა 2-2 წევრით გაიზარდოს და 15 და 17-წევრიანი კომიტეტები, 17 და 19-წევრიანი გახდეს. ამის შესაბამისად მოხდა კვოტების განაწილებაც.