ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა ლეიბორისტული პარტიიდან, სამსონ გუგავამ,
ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაზოგილი ხარჯებით “სოციალური გადარჩენისა და თანადგომის” ფონდის შექმნის ინიციტივით გამოვიდა და დეპუტატებს აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
“ქალაქმა სხვადასხვა სფეროში დაზოგილი თანხა სოციალური მისამართით უნდა გადაანაწილოს და კონკრეტულ ადამიანებს დაეხმაროს, ვისაც განსაკუთრებით სჭირდება თანადგომა.ვფიქრობ, ეს იქნება რეალური დახმარება კონკრეტული ადამიანებისთვის. მერიის მიერ განხორცილეებული სხვადასხვა სოციალური პროექტები და ერთჯერადი დახმარება არ არის საკმარისი ადამიანებისთვის,”-განაცხადა სამსონ გუგავამ.
ამ თემასთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა განაცხადა, რომ დღეს აღნიშნული საკითხის განხილვა ვერ მოხდა, რადგან რიგგარეშე სხდომა იყო და რიგგარეშე სხდომაზე მხოლოდ ის საკითხები განიხილება, რომლებიც დღის წესრიგით არის გათვალისწინებული.