ნიკა ლატარიამ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ 2006–2015 წლებში
მიწის ნაკვეთებისა და შენობა–ნაგებობების გასხვისების კანონიერების შესწავლის მიზნით შექმნილ დროებით სამუშაო ჯგუფი ატოვა, ამის შესახებ განცხადება ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.
ნიკა ლატარიას თქმით მან ეს გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის ნატო ქათამაძის ბრალდების საფუძველზე მიიღო, რადგან ქათამაძე აცხადებდა, რომ მშენებლობაში ნიკა ლატარიას ინტერესები იკვეთება.
ლატარიას აღნიშნულ გადაწყვეტილებას კომისიის თავმჯდომარე და საკრებულოს წევრი გია ქობალიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ვერ ხედავს საფუძველს, თუ რატომ უნდა დატოვოს ნიკა ლატარიამ სამუშაო ჯგუფი.
“კომისიას ბევრი სამუშაო აქვს, ხოლო მათი მისამართით გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა,”- აცხადებს გია ქობალიანი.
შეგახსენებთ, ნატო ქათამაძემ განაცხადა, რომ ნიკა ლატარია თავადა არის დაინტერესებული მხარე, რადგან ლატარიას კაფე “არგოს” მშენებლობასთან დაკავშირებით ბრალი დადო და განაცხადა, რომ მშენებლობაში ლატარიას ინტერესები იკვეთება.