ქუთაისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს , მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ
2017 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები გააცნო.
მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი კონსტანტინე ქავთარაძემ პრეზენტაციის სახით წარადგინა. მან დეტალურად განიხილა ბიუჯეტის პროექტი და მასში შეტანილი ცვლილებები.
,,მაქსიმალურად შევეცადეთ ჩვენს ხელთ არსებული რესურსის მობილიზება, რამაც გამოიწვია ის, რომ წინა წლებთან შედარებით სხვადასხვა მიმართულებით ხარჯები შემცირებულია და გადანაწილელია პრიორიტეტების მიხედვით. რამდენიმე მილიონი ლარი გამონთავისუფლდა, რომელიც მთლიანად მოხმარდება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, 2017 წლიდან მერიას აღარ მოუწევს თეატრების დააფინანსება. თეატრებს მთლიანად აფინანსებს კულტურის სამინისტრო, რითიც ბიუჯეტში 2 300 000 ლარზე მეტი გამოთავისუფლდა,”- განაცხადა კონსტანტინე ქავთარაძემ.
შეხვედრაზე მყოფმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვთ.
“ზოგადად კარგი ფაქტია, რომ მერია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს ადგილობრივ ბიუჯეტს. ბიუჯეტში არის სასიკეთო ცვლილებები, მაგრამ უმჯობესი იქნება სამომავლოდ NGO სექტორი უფრო ადრეულ სტადიაზე იყოს ჩართული ბიუჯეტის შემუშავებისას. შედეგად საკრებულო მიიღებს ბიუჯეტს, სადაც სამოქალაქო სექტორის პოზიცია მაქსიმალურად იქნება გათვალსწინებული,”- განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქრთველო”-ს რეგიონულმა კოორდინატორმა ზურა ზამბაზიძემ.
ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს სხდომაზე უახლოეს დღეებში გავა. 2017 წლის ბიუჯეტმა 51 572 800 ლარი შეადგინა.