ქუთასის მთავარი ფინანსური დოკუმენტის
პირვანდელი ვარიანტი გამოქვეყნდა. ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი, 2016 წლის პირვანდელ ვარიანტს 3 859 100 ლარით აღემატება.
“შარშან, 2016 წელს 15 ნომემბრამდე შემოსული პირვალნდელი ვარიანტი შევიდა დაახლოებით 47 მილიონი. ახლა არის შეტანილი 51 მილიონ ნახევარი, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვაობა არის დაახლოებით 3 მილიონ 850 ათას ლარზე მეტი. ხოლო თუ შევადარებთ წინა წლის დამტკიცებულ ვარიანტს ახლა შეტანილ პროექტთან, დაახლოებით მილიონი ლარით არის გაზრდილი. 51 მილიონ 500 ათას ლარზე მეტია თანხა ამ წუთას”, – განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან საუბრისას ქუთაისის ვიცე მერმა კონსტანტინე ქავთარაძემ.