მე-9 მოწვევის პარლამენტი
დღეიდან მუშაობას იწყებს. სხდომა 12 საათზეა ჩანიშნული და მას პრეზიდენტი გახსნის. ახალი თავმჯდომარის დამტკიცებამდე სპიკერის რანგში სხდომას უხუცესი დეპუტატი რევაზ არველაძე წარუძღვება. სიტვით გამოვა ცესკოს თავმჯდომარე.
ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს შიდა სტრუქტურული დაკომპლექტება დაიწყება, მათ შორის უმრავლესობისა და საპარლამენტო უმცირესობის.
სხდომათა დარბაზი უკვე მზად არის დეპუტატებისა და მიწვეული სტუმრების მისაღებად.
ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდება. პრეზიდენტი ძველ მთავრობას, ახლის არჩევამდე, დროებით მოვალეობის შესრულებას დააკისრებს.