პარტიის დატოვების შესახებ გუბაზ სანიკიძემ
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტს მიღმა დარჩენილ პოზიციოურ სპექტრს სერიოზული საშიაო დავალებები აქვს: “ქვეყანაში მოხდა უსისხლო სახელმწიფო გადატრიალება, ნაციონალურმა მოძრაობამ და ქართულმა ოცნებამ მოახერხეს ის, რისი სურვილიც ჰქონდათ. დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს აბსოლუტური უმრავლესობით მართვა. ქართულმა ოცნებამ აიღო პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარებაზე. პრობლემა არ არის, ის პასუხს აგებს ქვეყნის წარმატებებზე და წარუმატებლობაზეც. მე პირადად არ ვარ მაინცდამაინც ოპტიმისტურად განწყობილი. დღეს მე ვიღებ გადაწყვეტილებას დავტოვო ეროვნული ფორუმის რიგები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დავტოვებ ქართულ პოლიტიკას, პირიქით ვრჩები. მაქვს ძალიან სერიოზული პირადი მოტივაცია. ვთვლი, რომ ქვეყანას აქვს სერიოზული გამოწვევები. ვთვლი, რომ ოპოზიციურ სპექტრს, პარლამენტს მიღმა დარჩენილ ოპოზიციურ სპექტრს აქვს სერიოზული საშინაო დავალებები და მე პირადად მიმაჩნია, რომ ამ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა მივიღო,” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
კონკრეტულად, პალამენტს გარეთ დარჩენილ რომელ ოპოზიციურ სპექტრზე საუბრობდა სანიკიძე მას არ დაუკონკრეტებია და აკიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კონსულტაციები და პერიოდი სჭირდება. გუბაზ სანიკიძის აღნიშნა, რომ ქართულ ოპოზიციურ სპექტრში არიან განსაკუთრებული პიროვენებები.