დღეს, ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე
ერთხმად დაუჭირეს მხარი, რეგიონული განვითარების ფონდისათვის წარსადგენ პროექტთა სიას.
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა რეგიონალური განვითარების ფონდს 38 მილიონი ლარის მოთხოვნას გაუგზავნის.
ქუთაისის ვიცე-მერის კონსტანტინე ქავთარაძის განცხადებით 90 ინფრასტრუქტურული პროექტი არის შემუშავებული, რაც ქალაქის 40 ქუჩის მოწესრიგებას გულისხმობს.
ასევე დღევანდელ საკრებულო სხდომაზე ქუთაისის ტურისტული-საინფორმაციო ცენტრი ააიპი ორგანიზაციად დაფუნძდა. ქუთაისის ვიცე–მერმა კოტე ქავთარაძემ განმარტა, რომ ტურისტული ცენტრი ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებაზე გადავა, პირველ ეტაპზე მისი ხარჯები 20 000 ლარს არ გადააჭარბებს.
ქუთაისში ახალი ტურისტული – საინფორმაციო ცენტრი დეკემბრის ბოლოს გაიხსნება.