#56 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მამუკა სამხარაძის განცხადებით

,  ჭიათურაში 12 სააათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 7 148-მა ამომრჩეველმა გააკეთა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 16,5%-ია.

მისი თქმით, პირველ ტურთან შედარებით ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია.

სამხარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ოლქსა და საუბნო საარჩევნო კომისიებში საჩივარი დაწერილი არ არის.

ამომრჩეველს ჭიათურაში “ქართული ოცნების” კანდიდატს, სულხან მახათაძესა და “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელს, თეიმურაზ გაფრინდაშვილს შორის უწევს არჩევანის გაკეთება.

ჭიათურაში სულ 43 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *