ქუთაისში ერთ-ერთ უბანზე
მისულ ამომრჩეველს მარკირების კვალი აღმოაჩნდა. კომისიის თავმჯდომარემ მას კენჭისყრის პროცესში მონაწილეობის უფლება არ მისცა.
“ამომრჩეველი ქალბატონი ჯიუტი აღმოჩნდა და გადაწყვიტა, რომ ხმა აუცილებლად უნდა მიეცა,” – განაცხადა #37 საარჩევნო უბანის კომისიის თავმჯდომარემ, რუსუდან ედიბერიძემ. მისივე ინფორმაციით, ფაქტის დაფიქსირებიდან რამდენიმე წუთში უბანზე, მეორე ამომრჩეველიც მივიდა, რომელსაც მარკირების სითხის კვალი ანალოგიურად აღმოაჩნდა.
“შევქმენით 8 კაციანი კომისია, სადაც დამკვირვებლებიც იყვნენ შესული. აქედან, 5–მა წევრმა თანხმობა განაცხადა, სამი კი წინააღმდეგი წავიდა. შესაბამისად, ორივე ქალბატონმა კენჭსყრა მოახერხა. განვიხილეთ ის ვარიანტი, რომ ეს იყო წინა არჩევნების მარკირების კვალი,” – ამბობს რუსუდან ედიბერიძე.
“ეს იღებდა მასიურ ხასიათს. არ ვიცი კარუსელი იყო თუ საქანელა, თუმცა აღვკვეთეთ ის ქმედებები, რაც ამას მოჰყვებოდა,” – განმარტავს ავთანდილ ოსეფაიშვილი.