დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში
საარჩევნო მედიაკაფე ფუნქციონირებს.
მისი მიზანია: საარჩევნო პროცესის ხელშეწყობა და მასში ჩართული მხარეებისათვის (დამკვირვებლები, მედია, ამომრჩეველი და სხვ.) მთელი დღის განმავლობაში სამუშაო და დასვენების სივრცის შეთავაზება ინფორმაციის შეკრების, დამუშავების და გაზიარებისათვის.კაფე ღიაა განცხადების გაკეთების მსურველი საარჩევნო კანდიდატებისა და სხვა მსურველისათვის. აღნიშნულ ცენტრებში ფუნქციონირებს სრულად გამართული კომპიუტერული ლაბორატორია. დაგხვდებათ მეგობრული, თბილი, ნეიტრალური და პროფესიონალი თანამშრომლები და გარემო.
თქვენ შემოგთავაზებენ ჩაის/ყავას, გემრიელ ტკბილეულობას შესვენების პერიოდში.