“ჩვენ მემკვიდრეობად მივიღეთ
ძალიან დაუბალანსებელი კონსტიტუცია”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე და საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. “ჩვენ მემკვიდრეობად მივიღეთ ძალიან დაუბალანსებელი კონსტიტუცია და აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრის ფართო ჩართულობით, მოახდენს ისეთ ცვლილებებს, რომ მომავალში ვერავინ ვერასოდეს ვეღარ მოახდინოს ხელისუფლების კონცენტრირება, უზურპირება და ეს იყოს ერთხელ და სამუდამოდ ნამდვილად ევროპული დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია. მაგრამ ეს არ იქნება ის, რომ ჩვენ ახლა პარლამენტში, პირველ რიგში დავეტაკებით და ამ საკითხით ვიქნებით დაკავებულნი ყველანი. აქ სიჩქარე არ ივარგებს”, – განაცხადა კვირიკაშილმა