პრემიერ-მინისტრი ამომრჩეველს
არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს. გიორგი კვირიკაშილმამთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ ამომრჩევლის მარალი აქტივობა საჭიროა და მიიჩნევს, რომ მეორე ტურშიც მაღალი სტანდერტები იქნება ნაჩვენები, ისევე როგორც 8 ოქტომბერს.
“კიდევ ერთხელ მინდა ყველა ამომრჩეველს მოვუწოდო, რომ 30 ოქტომბერს, როდესაც იქნება არჩევნების მეორე ტური, ისეთივე აქტივობით მივიღოთ მონაწილეობა ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში.მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ ავიღეთ საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე, იქნება უკლებლივ რეალიზებული და განხორციელებული”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილმა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაფასა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისთვის და მმართველი პოლიტიკური ძალისადმი გამოხატული ნდობისთვის. პრემიერ-მინისტრის თქმით, არჩევნებმა სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში ჩაიარა, რასაც ადასტურებს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნები.
“ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ და დამკვირვებლებმა აღნიშნეს ეს ფაქტი. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას ასეთი შეფასებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო, რომელიც განაპირობებს საქართველოს მომავალი განვითარების დღის წესრიგს და ეს იყო კიდევ ერთი დადასტურება საქართველოში მიმდინარე შეუქცევადი, დემოკრატიული განვითარების პროცესისა,” – აღნიშნა პრემიერმა.