“თავისუფალი დემოკრატები” დღეს
საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი ალექსი პეტრიაშვილისა და ირაკლი ალასანიას შემდეგ დატოვებენ თუა რა პარტიას სხვა წევრები. სპეციალურ ბრიფინგზე სამომავლო გეგმებზეც ისაუბრებენ.
მედიასთან შეხვედრას პარტია სრული შემადგენლობით უნდა დაესწროს. რაც შეეხება ზურაბ აბაშიძის, ვიქტორ დოლიძის, ირაკლი ჩიქოვანის, მაია ფანჯიკიძისა და გიორგი ცაგარეიშვილის პარტიიდან წასვლის შესაძლებლობას, ამას “თავისუფალ დემოკრატებში” ამ დრომდე არ ადასტურებენ.