ქართული ოცნების” მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატმა ქუთაისში
კობა ნარჩემაშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა. ნარჩემაშვილის თქმით “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის თაობაზე არის საღი გადაწყვეტილება.
“როგორც ისინი თვითონ ამბობენ, იმ 500 000 კაცს სჭირდებოდა წარმომადგენელი ხელისუფლებაში. ამ შემთხვევაში ეს იყო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ ისინი გაუფრთხილდნენ თავიანთ პოლიტიკურ იმიჯს და მიიღეს სწორი გადაწყვეტილება. თუმცა, რომც არ მიეღოთ ასეთი გადაწყვეტილება, “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში ეს არ იქნებოდა საშიში გადაწყვეტილება. ეს იმ პირობებში იქნებოდა საშიში, როდესაც პოლიტიკურ ჯგუფს აინტერესებს დიქტატურა. “ქართული ოცნება” კი დაინტერესებულია თანამშრომლობით სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან”, -განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, ელოდა თუ არა არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობის” ასეთ შედეგს, კობა ნარჩემაშვილმა აღნიშნა, რომ არ ელოდა.
“არ ველოდი ასეთ შედეგს. გამოკითხვები, რომელიც იყო ობიექტური და რომელზეც მეც და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა წვდომა, არ უჩვენებდა ამ შედეგს. მაგრამ მე, იმ რამდენიმე ასეულ ათასი ადამიანის გამოხატულ ნებას, ვინც ჩვენ არ დაგვიჭირა მხარი, პატივს ვცემ. რატომ მოხდა ეს ამბავი, შემდგომი ანალიზის საკითხია”, -განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.