საოლქო საარჩევნო კომისიებში არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების რაოდენობა 539 შეადგენს.
საჩივრები 73 ოლქშია წარდგენილი. ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციაში შესული საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. “საარჩვენო ადმინისტრაციაში მიმდინარეობს შემოსული საჩივრების განხილვა. კანონმდებლობის ტანახმად განხილვა საკმაოდ კომპლექსურია და მას პროცესურულად ესაჭიროება რამდენიმე დღე”, – განაცხდა ანა მიქელაძემ.
საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენის ვადა 11 ოქტომბერს ამოიწურა.