ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ,
ანა ნაცვლიშვილმა დღეს გამართული პრესკონფერენციაზე საარჩევნო პროცესი შეაფასა. მისი თქმით, ეს არ იყო სამაგალითოდ ჩატარებული არჩევნები და არჩევნების ხარისხი 2013-2014 წლის არჩვენებტან შედარებით გაუარესებულია. “სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო სამაგალითოდ ჩატარებული არჩევნები. არჩევნების ხარისხი 2013-2014 წლების არჩევნებთან შედარებით, არის გაუარესებული და ეს ნათელია. ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა რიგ უბნებზე საყურადღებო დარღვევები დაფიქსირდა. ხმის მიცემის პროცესისგან განსხვავებით, დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების ეტაპი არაერთ შემთხვევაში ძირითადად უბნის გარე პერიმეტრზე უხეში დარღვევების ფონზე წარიმართა, რაც ძალადობრივ მოვლენებში გამოიხატებოდა. დაფიქსირდა უბნებზე შეჭრის ცალკეული შემთხვევები. აღნიშნულმა გავლენა მოახდინა კონკრეტულ უბნებზე არჩევნების შედეგებზე “, – განაცხადა ანა ნაცლიშვილმა.