ქუთაისში მოქმედი მედიასაშუააულებების წარმომადგენლები განცხადებას აკეთებენ
. ჟურნალსიტები ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს მოუწოდებენ, რომ მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება მიეცეთ.
ჟურნალისტები ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ძალადობის ფაქტს გმობენ და შესაბამის ორგანოებს დროული და ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ავანგარდის დასახლებაში არსებულ 90-ე საარჩევნო უბანზე ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგადაც “ქართული ოცნების” წევრებმა მხარდამჭერებმა ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურა დაუზიანეს.