“”ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ
ორპარტიული პარლამენტი ყოფილიყო”- ასე აფასებს “პატრიოტთა ალიანსის” ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი წულია 2016 წლის საპარლამენტრო არჩევნებს. წულიას თქმით ასეთი შედეგები იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც საარჩევნო უბნებამდე არ მივიდნენ.
“ვთვლი, რომ წლევანდელმა არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიარა, მიუხედავად იმისა, რომ იყო მცირედი დარღვევები, თუმცა ეს ყველაფერი არჩევნების თანმდევი პროცესია. ცუდია, რომ შედეგად მივიღეთ ორპალატიანი პარლამენტი. მინდა ავღნიშნო, რომ არჩევნების ასეთი შედეგი და ჩვენს ქვეყანაში სამომავლოდ განვითარებული მოვლენები ზუსტად იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც საარჩევნო უბნებამდე არ მივიდნენ,”- განაცხადა გოგი წულიამ.