“მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” მონაწილე ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეს.
ავღანეთის ტერიტორიაზე ორი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა საკუთარი არჩევანი ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აკეთეს, სადაც საარჩევნო უბანი დილის შვიდ საათზე გაიხსნა.
II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა “მარმალზე” გახსნილ საარჩევნო უბანზე მოიხადეს მოქალაქეობრივი ვალი.
ქაბულში, “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შტაბში დისლოცირებული IV მექანიზირებულმა ბრიგადის 42-ე ბატალიონის “ალფა” ასეულის სამხედროებმა კი, პარლამენტის არჩევნებში, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლებმა, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღეს მონაწილეობა.
ავღანეთში ჩატარებული კენჭისყრის შედეგებს ცესკო საერთო არჩევნების დღის დასრულების შემდეგ შეაჯამებს.