დილის 7 საათზე, ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა.
ამის შესახებ გამართულ ბრიფინგზე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოსეფაიშვილმა განაცხადა. ოსაფაიშვილის თქმით გარკვეული შეფერხება დამკვირებლებთან დაკავშირებით იყო.
“გაუგებრობა გამოიწვია შავ–თეთრი ფოტოსურათით დამზადებულმა სამკერდე ნიშნებმა, მაგრამ მათ მიეცათ გაფრთხილება და ამით აღმოიფხვრა გაუგებრობა,” – აცხადებს ავთანდილ ოსეფაიშვილმა.
ქუთაისში სულ 161709 ამომრჩეველია რეგისტრირებული და სამივე მაჟორიტარულ ოლქში 128 საარჩევნო უბანია გახსნილი.