დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა
და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ სამშენებლო სამუშაოები მინახულეს.
წყალტუბოში 560 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო.
პირველ ეტაპზე 2 რვა სართულიანი კორპუსი შენდება, სადაც ბინას 140 დევნილი ოჯახი მიიღებს.
“დაპირებისამებრ 560 დევნილი ოჯახისთვის 8 ათსართულიანი კორპუსი შენდება. 2 კორპუსი უკვე მომავალი წლის აგვისტო–სექტემბერში ჩაბარდება. დანარჩენებიც პარალელურად აშენდება და ძალიან მალე ყველა ის შენობა, რომელიც არის დასაცლელი, ყველა ის დევნილი, რომელიც ცხოვრობს დღეს ძალიან მძიმე პირობებში წყალტუბოში, მიიღებს ბინას. შესახლება დაიწყება მომავალი წლის აგვისტო–სექტემბერში და მაქსიმუმ 2 წელიწადში მთლიანად მორჩება, წყალტუბოში ყველა კორპუსის მშენებლობა.”_ განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა.