“სახელმწიფო ხალხისათვის”ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ
პარტიის ფოთისა და ქუთაისის ორგანიზაციებთან გამართა შეხვედრა. მან შტაბის ხელმძღვანელებს პარტიის ფინანსური პრობლემები გააცნო: “იმერეთში დავასრულეთ მთელი საქართველოს შემოვლა, ყველას ავუხსენით ჩვენი პრობლემები, ყველას ავუხსენით, რომ ძალიან გვებრძვიან, ყველას ავუხსენით, რომ ვართ შევიწროვებული და კაპიკი ფული არ გვაქვს. ყველა კოორდინატორი და შტაბის უფროსი არის თანახმა გვერდით დაუდგეს საქართველოს მომავალ ცხოვრებას”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.