წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატმა
“ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატებიდან” ვალერი ჩეჩელაშვილმა წინასაარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა, მან ყურადღება სააგიტაციო მასალების დაზიანებასა და სარჩევნო სიებში არსებულ დარღვევებზე გაამხავილა. ვალერი ჩეჩელაშვილის თქმით, სააგიტაციო მასლების დაზიანებამ სისტემატიური ხასიათი მიიღო.
“სააარჩევნო სიებთან დაკავშირებით, ჩვენი აქტივისტების მუშაობის შედეგად, გამოიკვეთა დაახლოებით ერთი და იგივე სურათი სხვადახვა საარჩევნო უბანზე, რომ დაახლოებით 25-30%-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული, რომლების ვინაობაც ვერ დგინდება. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ სპეციალურად ვთანამშრომლობთ საუბნო კომისიებთან. ვატრენინგებთ ჩვენს თანამშრომლებს, რათა არ დავუშვათ ამ კატეგორიის ხმების გამოყენებით არჩევნების გაყალბება,” – განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.