ქუთაიში, ნაციონალური მოძრაობა თავის ამომრჩევლებს რუსთაველის გამზირზე,
მერიის წინ შეხვდა.პარტიის მხარდამჭერები ქუთაისიდან და იმერეთის სხვადასხვა რაიონებიდან იყვნენ ჩამოსულები.
“ჩვენ ვართ მზად დავიცვათ უბნები და დავიცვათ ხალხის ხმა. ნურავის ექნება იმედი და ნურავინ იფიქრებს, რომ ამ არჩევნების გაყალბებას შეძლებს. საქართველოს 8 ოქტომბრიდან ის ხელისუფლება ეყოლება, რომელსაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს,”- აცხადებს აკაკი ბობოხიძე.
ამომრჩევლებს სიტყვით მიმართა ასევე დავით ბაქრაძემ. ბაქრაძის განცხადებით, არჩევნებში ხმის მიცემა ნიშნავს, რომ ხმას აძლევ შენ მომავალს, შენი ახლობლებისა და მეგობრების კეთილდღეობას.
“ქუთაისში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, ხალხი ცვლილებებს და წინსვლას ელოდება და რა თქმა უნდა პრობლემების მოგვარებას და ყველაფერ ამას სჭირდება არჩევნები და სწორი არჩევანის გაკეთება,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.