პროექტს “ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების მონიტორინგი
საარჩევნო პერიოდში” სახალხო დამცველის აპარატი ახრიციელებს ფონდი ღია -საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს გამჭვირვალე და თანასწორ გარემოში არჩევნების წარმართვის ხელშეწყობას, საზოგადოებისთვის, ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას, უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენასა და მასზე დროულ სამართლებრივ რეაგირებას, სახალხო დამცველისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას – არჩევნების კონსტიტუციურობის შემოწმებას.
პროექტის ამოცანები: 1. საარჩევნო პროცესების მიმდინარეობისას გამოვლენილი დარღვევების დაფიქსირება და შესაბამისი რეაგირების განხორციელება;
2. საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვის მონიტორინგი.
3. სასამართლო პროცესებზე საქმის განხილვის მონიტორინგი, აუცილებლობის შემთხვევაში, საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრების წარდგენა;
4. არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების სრულყოფილი განხილვა, მასზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების განხორციელება, გამოვლენილი პრობლემის ანალიზი, და საჭიროების შემთხვევაში არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხის შეფასება და სპეციალური ანგარიშის მომზადება.
მონიტორინგის განხორციელების მიზნით სახალხო დამცველის აპარატის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოში შექმნილია 6 მობილური ჯგუფი, რომელიც ფარავს იმერეთის 12 მუნიციპალიტეტს. სახალხო დამცველის აპარატში შექმნილია ცხელი ხაზი 1481 სადაც თითოეულ ადამიანს შეუძლია დარეკოს და მიაწოდოს ინფორმაცია სახახლხო დამცველს საარჩევნო დაღვევებთან დაკავშრებით, როგორც არჩევნებამდე პერიოდში ასევე, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ პერიოდში.