საარჩევნო მედია პროექტის ფარგლებში ქუთაისის
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქუთაისის ოლქის მაჟორიტარ კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა. კანდიდატებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე, რროგორიცაა თვითმმართველობის განვითარების პერსპექტივები, დეცენტრალიზაციის საკითხებიდა საგადასახადო პოლიტიკა.
“ძალიან მნიშვნელოვანისა მსგავსი ტიპის შეხვედრები, რადგან ქუთაისის მოსახლეობას არჩევანის საშუალება გავუადვილოთ. თუმცა ძალიან კარგი იქნებოდა, რომ აღნიშნულ დებატებში ყოფილი და ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მონაწილეობა მიეღოთ,”-განაცხადა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა # 48 ოლქში ნატო ქათამაძემ.
შეხვედრას ქუთაისის მაჟორიტარობის 8 კანდიდატი ესწრებოდა. დებატებზე არ მივიდნენ “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატები.