“დახმარების ეროვნულმა ცენტრმა” ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
საქმიანობის პრეზენტაცია გამართა.
ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ხანდაზმულთა პრობლემების ადვოკატირებაა, რაც უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე ხელმისაწვდომობას, გადაწყვეტლების მიმღებ პირებთან შეხვედრებს და სხვა აქტივობებს გულისხმობს.
“დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ პროგრამების პრეზენტაცია, ეს პრეზენტაცია ეფუძნება იმ საჭიროებების კვლევებს, რომელიც ხანდაზმულების ესაჭიროება. ამ კვლევების შემდეგ ხდება საქმიანობის წარმართვა. “დახმარების ეროვნული ცენტრი”, რომელიც ქუთაისში საქმიანობდა, ახლა ჩვენ გავშალეთ ჩვენი გეგმები და უკვე ვმუშაობთ აჭარაშიც,”-განაცხადა “დახმარების ეროვნული ცენტრის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დავით ლიკლიკაძემ.