3 თებერვლიდან იაპონია აკრძალავს ვაქცინების, სამედიცინო აღჭურვილობისა და რობოტების ექსპორტს რუსეთში, რითაც ტოკიო აფართოებს უკრაინაში სამხედრო შეჭრისთვის რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებს.

 

იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს ცნობით იმავე დღიდან დაწესდება აკრძალვა რუსეთში ბირთვული ობიექტებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის საძიებო ტექნიკის გაყიდვაზე. გარდა ამისა, სიაში შედის ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმომჩენი მოწყობილობა, პორტატიული გენერატორები, ლაზერული შედუღების აპარატები და სხვა.

სანქციები 49 რუსულ ორგანიზაციას და ასევე 22 ფიზიკურ პირს შეეხება. კერძოდ, სანქციების ქვეშ მოექცნენ რუსეთის იუსტიციის მინისტრი კონსტანტინე ჩუიჩენკო, ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელოუსოვი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ელა პამფილოვა, ბავშვთა უფლებების კომისარი მარია ლვოვა-ბელოვა და ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი ალექსანდრე დუგინი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *