თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ანთაქიაში დაიღუპა საქართველოს მოქალაქე.

„თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვრის შედეგად ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის, ნ.ზ-ს, გარდაცვალების შესახებ“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან.

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 912 ადამიანი და დაშავდა – 5 385. პრეზიდენტ ერდოანის თქმით, დაღუპულთა რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *