აშშ-ის სენატმა 2023 წლის ეროვნული თავდაცვის რეკორდული ბიუჯეტი დაამტკიცა. ჯამური თანხა 847,3 მილიარდი დოლარია, აქედან 800 მილიონი უკრაინისთვის გამოიყოფა.
“უკრაინისა და ნატოს დახმარების გაზრდა. პროექტი აფართოებს და ცვლის უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივას და ამტკიცებს დამატებით 800 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას 2023 ფისკალურ წელს”, – ნათქვამია აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში.
უკრაინას პირდაპირი სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა 19,3 მილიარდი დოლარი იქნება.
ბიუჯეტი ითვალისწინებს 6 მილიარდი დოლარის გამოყოფას ევროპაში და 11.5 აშშ დოლარის გამოყოფას აზრია-წყნარი ოკიანის რეგიონში რუსეთის შეკავებისთვის.