უკრაინაში მიმდინარე ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, წარმოშობით ზუგდიდელი არსენ ქეცბაია შეეწირა.

„ბატალიონის მეთაურმა დაადასტურა მისი გარდაცვალება გმირულად ბრძოლის ველზე. დანარჩენ კითხვებზე პასუხს ვერ გაგცემთ“, – წერს თავის ფეისბუკში ლადო გამსახურდია, უკრაინაში მებრძოლი „კავკასიის ლეგიონის“ მეთაური.

თანამებრძოლების ინფორმაციით, ქეცბაია უკრაინაში წლების განმავლობაში ცხოვრობდა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ბატალიონში მსახურობდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *