მწერალთა სახლში ქუთაისელი მწერლის ირაკლი მაჩიტაძის სადებიუტო რომანის – „სიკვდილის ლურჯი ეკრანი“ პრეზენტაცია გაიმართა.
„სიკვდილის ლურჯი ეკრანი“ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა. ყველას გინახავთ სიკვდილის ლურჯი ეკრანი. უფრო მეტად ცნობილია მისი ინგლისური სახელწოდება BSD (A Blue Screen of Death). ესაა მდგომარეობა, როდესაც კომპიუტერის ოპერაციული სისტემა აპარატული ან პროგრამული შეცდომების შედეგად ვეღარ ფუნქციონირებს, „იჭედება“ და არსებობს ერთადერთი გამოსავალი – კომპიუტერის გადატვირთვა.დაახლოებით ასეთი რამ ემართება რომანის მთავარ გმირს, რომელსაც საოცარი ამბავი გადახდება თავს. ეს სამუდამოდ შეცვლის მის მსოფლმხედველობას და, მისმა თავგადასავალმა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში მსოფლიოც შეცვალოს.
ირაკლი მაჩიტაძე რადიო ,,ძველი ქალაქის’’ დამფუძნებელი და დირექტორია.