ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ფუთურიძე იქნება. გიორგი ფუთურიძე 2006-2017 წლებში იკავებდა დირექტორის პოზიციას მესხიშვილის თეატრში.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი თავაძემ განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა.
უფლებამოსილება ავტომატურად შეუჩერდა თეატრის დირექტორ სულხან გოგოლაშვილსაც.
კულტურის სამინისტრო ერთ თვეში გამოაცხადებს კონკურსს ქუთაისის მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე.