10 თებერვალს 19  საათზე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში  იტალიელი კომპოზიტორის ჯაკომო პუჩინის  შედევრი – ოპერა „ტოსკა“ იქნება წარმოდგენილი.

ჯაკომო პუჩინის „ტოსკას“ 2 საპრემიერო ჩვენება 2022 წლის 23, 25 დეკემბერს შედგა, ამდენად, ეს მესამე საპრემიერო წარმოდგენა იქნება.

სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ საზღვარგარეთ  მოღვაწე ქართველი ტენორი ირაკლი კახიძე (კავარადოსი) და ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები: მარიამ ფირცხალაიშვილი მამუკა ლომიძე , გივი გიგინეიშვილი, ემილ ჩარგაზია , ბერდია ონიანი , დავით სიმსივე, ასევე ანრი ადამია, თეატრის გუნდი, ორკესტრი. დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი იქნება.

სპექტაკლის მთავარი ხელშემწყობია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. დადგმაზე იმუშავეს დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა, რეჟისორმა მაია გაჩეჩილაძემ, მხატვარმა თეო კუხიანიძემ

ირაკლი კახიძე  პირველი და დღემდე ერთადერთი ქართველი ტენორია, ვინც ორანჟის ცნობილ, ძალზე პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალზე იმღერა (2018 წ.)პანდემიის დროს წარმატებული სპექტაკლები ჰქონდა ჰონგ კონგში. ირაკლი კახიძეს შემოქმედებითი პარტნიორობა აკავშირებს ისეთ მსოფლიო ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან: ლუდოვიკ ტეზიე, ლატანია მოორე, მიშელ ფოლე, ტატიანა სერჟანი, ბეატრის ურია-მონძონი, ეკატერინე სემენჩუკი, ერვინ შროტი, რომან ბურდენკო, დრაგანა რადაკოვიჩი, სვეტლა ვასილევა, ოლესია პეტროვა, ვლადისლავ სულიმსკი, ქეთრინ ფოსტერი და სხვა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *