ქუთაისში პროექტის ,, ბაუჰაუზის მემკვიდრეობა და თელავის თეთრი ქალაქი” პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი, რომელიც საქართველო-ისრაელის 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის წლისთავს ეძღვნება, აერთიანებს თელავის ბაუჰაუზის -,,თეთრი ქალაქის” ურბანული მემკვიდრეობის მოძრავ გამოფენას და ამერიკაში მოღვაწე ხელოვანის მარკ პოლიაკოვის ,,თეთრი ქალაქის” ფოტო-დღიურს.
პროექტი თბილისის არქიტექტურის, დიზაინის და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრის ორგანიზებით და ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.
,,გამოფენა, რომელსაც თქვენ ხედავთ ბაუჰაუსის უნიკალურ არქიტექტურულ მემკვიდროებას წარმოადგენს. ეს არის კულტურული და ურბანული მემკვიდრეობა, რომელიც მე-20 საუკუნეში მსოფლიოში ყველაზე დიდი არქიტექტურული სკოლის ბაუჰაუსის მემკვიდრეობის ნაწილია. ეს სკოლა მე-20 საუკუნის დასაწყისში გერმანიაში დაარსდა, ნაცისტური ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კი არქიტექტორების, დიზაინრების და სხვა ხელოვანთა ნაწილი ისრაელსა და ამერიკაში გადავიდა. სწორედ ამ მემკვიდრეობის ეგიდით შეიქმნა 4000-ზე მეტი ნაგებობა, რომელიც იუნესკომ თავის მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. დღეს თელავივის ქალაქი ითვლება თანამედროვე არქიტექტურის სიმბოლოდ,”-ამბობს თბილისის არქიტექტურის, დიზაინის და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრის დამფუძნებელი ლენა კილაძე.
,,ისრაელში ყველამ იცის ქართველების და ებრაელების თანაცხოვრების შესახებ. იციან რამხელა წვლილი შეიტანეს ებრაელებმა ქართულ კულტურაში. ჩემთვის ეს დღე ორმაგად სასიხარულოა, რადგან თელავივი არის ქალაქი, სადაც დავიბადე და გავიზარდე. თელავივი დიდი ისტორიის მქონე ქალაქი არაა, სულ რაღაც 120 წლის წინ დაარსდა, ძირითადად იქ ნაცისტებს გამოქცეული ლტოლვილები ცხოვრობდნენ. ეს არის მაგალითი იმისა, რომ არ არის აუცილებელი გქონდეს დიდი წარსული იმისთვის, რომ ღირებული არქიტექტურა შექმნა. ამ გამოფენით გვინდოდა, რომ ის ხასიათი, რითაც ჩვენი ქალაქი გამოირჩევა -ღიაობა, გასხნილობა ადამიანურობა თქვენთვის გადმოგვეცა,”-ამბობს ისრაელის ელჩი საქართველოში რან გი დორი.
წარმოდგენილი პროექტი, როგორც გამოძახილი ბაუჰაუსის ტრადიციისა, ხელოვნების სხვადასხვა დარგებს აერთიანებს: არქიტექტურას , დიზაინს , ფერფორმანსს ფოტოგრაფიას და დღევანდელი გადმოსახედიდან კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს ტრადიციისა და მემკვიდრეობის, რეჟიმთან დაპირისპირებისა და ეროვნული იდენტობის ძიების თემებზე.