ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეამ 8 მარტი უკრაინელი ქალებისადმი სოლიდარობას მიუძღვნა.

გალერეის დარბაზში გამოფენა,, ქალთა სახეები’’ მოეწყო, რომელზეც ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. გამოფენა არა მარტო დარგობრივად, არამედ სიუჟეტურადაც მრავალფეროვანია, წარმოდგენილია თეატრალური ესკიზები, პორტრეტები, სიუჟეტური კომპოზიციები და ა.შ, რომელთა ცენტრშიც ქალია.

გამოფენა საქველმოქმედო ხასიათისაა. შემოწირულობის სახით შემოსული თანხა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე გადაირიცხება.

,,სიმბოლური სახით გამოვხატავთ უკრაინელი ქალებისადმი თანადგომას. სოლიდარობას ვუცხადებ ქალებს, რომლებიც ფრონტის ხაზზე მამაკაცების გვერდით დგანან და სამშობლოს იცავენ. გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა დროის მხატვრების ნამუშევრები, ასევე საერთაშორისო სიმპოზიუმებზე შექმნილი ნამუშევრები. გამოფენა მრავალფეროვანია, თქვენ წინ ქალთა მრავალსახოვანი პალიტრა იშლება, რომლებშიც შესაძლოა თქვენი მეგობრებიც ამოიცნოთ,’’-ამბობს გალერეის ხელმძღვანელი ელისო ჩოგოვაძე.

,,ქალი უზარმაზარი თემაა. აქ ბევრი საინტერესო ნამუშევარი აღმოვაჩინე. დღეს ქალთა დღეა, მაგრამ ევროპის ერთ-ერთ სახელმწიფოში დღეს ომია და დღესასწაულისთვის არავის სცალია. უკრაინელ დედებს დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა. ვუსურვებ მათ გამძლეობას. ყველა ქალბატონს ვულოცავ 8 მარტს,’’-ამბობს პროფესორი ომარ ნიშნიანიძე.

გამოფენა მარტის ბოლომდე გაგრძელდება.

ლევან გოგიტაძე – ელისო

ჯავა ჭეიშვილი – ირას პორტრეტი

სეფერბეკოვი კარახანი

ავთანდილ ამაშუკელი – პედაგოგ ჯაფარიძის პორტრეტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *