ქუთაისში დღეს მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართება.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დილიდან სცენის აწყობა მიმდინარეობს.
ქუთაისის მთავარი ნაძის ხე დღეს 19:00-ზე აინთება.
საახალწლო ღონისძიებასთან დაკავშირებით დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას იღებენ: მ. ბალანჩივაძის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ბავშვთა გუნდი და მ. ბალანჩივაძის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის შერეული გუნდი. ასევე, დღეს დაგეგმილ კონცერტზე მაყურებლისთვის იმღერებენ: მაკა ზამბახიძე, რატი დურგლიშვილი, ელენე ფოჩხუა, სალომე ბაკურაძე და დათუნა მგელაძე.
სახალწლო ღონისძიების გამო გადაკეტილია ცენტრალური მოედნის ნაწილი და შეცვლილი სვლაგეზით მუშაობს საქალაქო ტრანსპორტი.
ახალი წლის დღეებში, ქუთაისში კიდევ რამდენიმე კონცერტი გაიმართება. ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დღევანდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში ამბობს, რომ 30-31 იანვარს ქუთაისის მასშტაბით გრანდიოზული ღონისძიებები გაიმართება.