ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი 5 ოქტომბერს 161-ე სეზონს ხსნის.
“5 ოქტომბერს მორიგ თეატრალურ სეზონს ვხსნით!
19 საათზე, მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე პრემიერაა!
წარმოგიდგენთ რუმინული წარმოშობის ფრანგი დრამატურგის ეჟენ იონესკოს პიესის ,,ორთა ბოდვა”-ს მიხედვით დადგმულ კოტე აბაშიძისა და ლევან სვანაძის სპექტაკლს ,,კუ+კოკინა”, – ნათქვამია ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფეისბუქგვერდზე.
სპექტაკლში “კუ+კოკინა” მარიკა სამანიშვილი და თენგიზ ჯავახაძე მონაწილეობენ.
Სპექტაკლი 5 ოქტომბერს, 19 საათზე დაიწყება.
თეატრის ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროსა და biletebi.ge-ზე.
“სეზონის გახსნას დიდი ხანია ველოდებოდით და ასევე გარკვეულ რეგულაცებს, შესაბამისად, ყველა რეგულაცია რაც კი მითითებული გვაქვს, ზედმიწევნით იქნება დაცული”, – ამბობს “ძველ ქალაქთან” საუბრისას გელა ძაგნიძე, მესხიშვილის თეატრის მთავარი ადმინისტრატორი.