ლადო მესხიშვილის პროფესიულ დრამატულ თეატრში 160-ე საიუბილეო სეზონის დახურვის ცერემონია გაიმართა.
სეზონის დახურვის ცერემონიაზე მესხიშვილის თეატრი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით ,,კუ+კოკინა” წარსდგა. სპექტაკლი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის მარადიულ პრობლემაზე მოგვითხრობს. ურთიერთობაში გაჩენილი ბზარები, ერთმანეთის აზრების, გრძნობების გაზიარების უუნარობა და მხოლოდ საკუთარ განცდებსა და შეხედულელებზე ორიენტირება, პოლიტიკური კატაკლიზმები, რომლის საფუძველიც სწორედ ქალსა და მამაკაცს შორის გაჩენილი ნაპრალებია-ეს ამ სპექტაკლის ქვაკუთხედია. სპექკატლში მსახიობები: მარიკა სამანიშვილი და თენგიზ ჯავახაძე თამაშობდნენ.
მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა 160-ე სეზონი შეაფასა და აღნიშნა, რომ სეზონი მძიმე და რთული იყო, რის გამოც თეატრმა თავისი შემოქმედებითი პოტენციალის სრულად რეალიზება ვერ შეძლო.
,,ერთი რიგი მიზეზის გამო ,რომელმაც მთელი პლანეტა ყირაზე დააყენა, გვქონდა წყვეტა. აიკრძალა სპექტაკლების ჩატარება, შემდეგ აიკრძალა სარეპეტიციო პროცესი. მაისის თვიდან ივლისის თვის ჩათვლით სამუშაოში თვეში დავბრუნდით და საკმაოდ ენერგიულად წარსვდექით მაყურებლის წინაშე. ამ თვეების განმავლობაში ხუთი სპექტაკლის პრემიერა გვქონდა. სექტემბრიდან უკვე დიდი ტილოების გამოშვების დრო დადგება და გავალთ იმ დიდ ნიშნულზე, რაზეც პანდემიამდე გავდიოდით. მესხიშვილის თეატრი სეზონზე 9-10 სპექტაკლს უშვებდა. იმედია, ამაში გართულებული პანდემიური ეტაპი ხელს არ შეგვიშლის, სხვა ყველა რესურსი ამისთვის თეატრს აქვს,”-ამბობს მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, კოტე აბაშიძე.