30 ივნისს, 17:00 საათზე, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში,
პირველ ქართველ მფრინავ ქალზე, რუსუდან ჟორდანიაზე სპექტაკლის ჩვენება გაიმართება. სპექტაკლი მაია სარიშვილის ნაწარმოების „მაღალი და დაბალი ქვაბები და ცაში გაფრენა“ მიხედვით, რეჟისორ მაგდა ჩიხლაძის ხელმძღვანელობით დაიდგმება.
სპექტაკლების სერია დაიდგმება პროექტის ფარგლებში – „კუტურული ინდუსტრიის იდეოლოგიური გადააზრება ფემინისტურ ჭრილში“. პროექტი ხორციელდება ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მიერ, ქალთა ფონდის მხარდაჭერით. პროექტის მანძილზე კიდევ ორი სპექტაკლი დაიდგმება: დავით ტურაშვილის ,,მედეა” და დიანა ანფიმიადის ,,ზრაპარი კალიგრაფ ქალზე”.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, 2018 წელს კრებული გამოიცა. კრებულში შესულია 12 თანამედროვე ქართველი მწერლის მიერ შექმნილი 21 ზღაპარი იმ ქალებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.