მესხიშვილის თეატრის ღია სივრცეში პირველი სპექტაკლის პრემიერა შედგა.

ავთანდილ სახამბერიძემ თავისი საავტორო სპექტაკლი ,,ბარდნალა’’ წარმოადგინა და მსახიობის როლიც თავად შეასრულა. სპექტაკლი ლადო ასათიანის შემოქმედებაზეა აგებული.

 

,, ლადოს პოეზია განსაკუთრებით მიყვარს. შევარჩიე ლექსები, რომლებიც შეიძლება ცნობილია, მაგრამ იშვიათად კითხულობენ. რატომღაც ბარდნალას დავუკვშირე მისი ყველა სიხარული, ტკივილი, წუხილი და სახელწოდებაც ამის მიხედვით შევარჩიე. დიდი სითბო მივიღე მაყურებლისგან,’’-ამბობს ავთანდილ სახამბერიძე.

მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, კოტე აბაშიძემ 30 სექტემბერს მწვანე თეატრის დაბადების დღე უწოდა და აღნიშნა, რომ თეატრი მასშტაბური პროექტისთვის ემზადება. სექტემბრიდან ქუთაისის ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების ფორმუმს მასპინძლობს, რომლის ერთი ნაწილი ტექნიკურ უნივერსიტეტში, მეორე კი მესხიშვილის თეატრში შედგება.  კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, აიწყობა სცენა, რომელშიც სექტემბრისთვის ჩვენები გაიმართება.

,,ქუთაისი 150 დელეგატს უმასპინძლებს. პროექტის ესკიზი მომზადებულია როგორი უნდა იყოს სცენა. გამოცხადდება ტენდერი და მასში მშენებლები მიიღებენ მონაწილეობას. ვემზადებით დიდი მოვლენისთვის,”-ამბობს მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, კოტე აბაშიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *