“თეატრალური იმერეთი 2021” გრძელდება. დღეს
მაყურებლის წინაშე ვანის სახალხო თეატრი წარდგება. მაყურებელი სემუელ ბეკეტის “გოდოს მოლოდინში” იხილავს, რომლის რეჟისორი ლაშა ლომჯარიაა.
სპექტაკლი 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
მაყურებლის წინაშე უკვე წარდგნენ ქუთაისის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ხონის, საჩხერის, ბაღდათის, თერჯოლის, ტყიბულის, წყალტუბოს და სამტრედიის თეატრები.
ფესტივალი 1-ლ ივლისს დაიხურება.