ქუთაისის ოპერის თეატრი პანდემიის გამო იძულებითი შესვენების შემდეგ ფუნქციონირებას 8 აპრილს
განაახლებს. მაყურებელი პიეტრო მასკანის “სოფლის ღირსებას” იხილავს. სპექტაკლი 17:00 საათზე დაიწყება.
კოვიდ 19-ის გამო, თეატრში მაყურებელი დაიშვება მხოლოდ პირბადით. შესვლისას მაყურებელი ვალდებულია გაიაროს თერმოსკრინინგი და დეზობარიერი, სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშავოს ხელები. რეგულაციების გათვალისწინებით, სპექტაკლი შესვენების გარეშე გაიმართება.
ბილეთები იყიდება ოპერის თეატრის სალაროში.
პანდემიის გამო თეატრმა ფუნქციონირება თითქმის ერთი წელია შეაჩერა. 27 დეკემბერს პრემიერია ბიძინა კვერნაძის “იყო მერვესა წელსა” უნდა შემდგარიყო, თუმცა, პანდემიის გამო შეჩერდა. ამჟამად კი მიმდინარეობს რეპეტიციები და სავარაუდოდ სპექტაკლს მაყურებელი ახალი სეზონისთვის იხილავს.