ქუთაისში რეზო ჭეიშვილის “გადანახული ჩანაწერების” მე-5 და მე-6 ტომის
გამოცემა იგეგმება. ბეჭდვით მომსახურებაზე ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 900 ლარია.
წინადადებების მიღება 30 მარტს იწყება და 1-ლ აპრილს დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელმა სულ 600 ცალი ეგზემპლარის ბეჭდვა უნდა უზრუნველყოს (V ტომი – 300 ცალი, VI ტომი – 300 ცალი).
“მიმწოდებელი” ვალდებულია რეზო ჭეიშვილის ორტომეულის “გადანახული ჩანაწერები”-ს ბეჭდვითი მომსახურება განახორციელოს ორ ეტაპად: მეხუთე ტომის მიწოდების ვადაა 2021 წლის ივნისამდე (ტირაჟი – 300 ცალი), ხოლო მეექვსე ტომის მიწოდების ვადა კი 2021 წლის 30 ოქტომბრამდე (ტირაჟი – 300 ცალი).
წიგნში უნდა განთავსდეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის ლოგო და წარწერა “ბეჭდვა დაფინანსებულია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ”, “გაყიდვა აკრძალულია”.
გასულ წლებში აღნიშნული წიგნის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ტომები გამოიცა.