მესხიშვილის თეატრი ფუნქციონირებას პრემიერით
განაახლებს. 3 და 4 აპრილს მაყურებელი ლუის კეროლის ცნობილ ზღაპარს “ელისი საოცრებათა ქვეყანაში” იხილავს. სპექტაკლის ჩვენება 17:00 საათზე დაიწყება. წარმოდგენის რეჟისორი ელენე მაცხონაშვილია. ბილეთები 25 მარტიდან გაიყიდება თეატრის სალაროში.
როგორც თეატრში განაცხადეს, შენობაში იქნება დეზობარიერი, სადეზინფექციო სითხე, სავალდებულოა პირბადე. მაყურებლები დარბაზში დისტანციის დაცვით, ყოველი 3 სკამის გამოტოვებით უნდა დასხდნენ.
აპრილის ბოლოს მაყურებელი კიდევ ერთ სპექტაკლს “თქვენო უდიდებულესობავ” იხილავს. წარმოდგენის რეჟისორი კოტე აბაშიძეა.
მესხიშვილის თეატრმა კოვიდ 19-ის გამო ფუნქციონირება თითქმის ერთი წელია შეაჩერა.