დღეიდან მუზეუმებმა ფუნქციონირება
განაახლა. როგორც ქუთაისის მერიის კულტურის ააიპ-ის ხელმძღვანელმა, ვაჟა ჯუღელმა განაცხადა, შეფერხების გარეშე მუშაობა მერიის დაქვემდებარებაში არსებულმა 6-ვე მუზეუმმა, მათ შორის ხელოვნების გალერეამ დაიწყო.
მისივე თქმით, მუზეუმებში მისულ დამთვალიერებლებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. აუცილებელია პირბადე. განთავსებულია დეზობარიერები, სტიკერები დისტანციის დაცვისთვის და სადეზინფექციო ხსნარები. არ დაიშვება ერთდროულად 10-15 ვიზიტორზე მეტი. დეზინფექცია დღეში ორჯერ ჩატარდება.
ამ დროისთვის მუზეუმებისთვის თანამშრომლების კოვიდ ტესტირება სავალდებულო არ არის. ქუთაისის მუზეუმებში პანდემიის გამო არ შეცვლილა თანამშრომლების რაოდენობა. ამ დრომდე ისინი დისტანციურად მუშაობდნენ.